ციფრული ბიზნეს ჰაბი - ProConnect - ახალი შესაძლებლობა პროკრედიტის პარტნიორი ბიზნესებისთვის

პროკრედიტ ბანკი პარტნიორი ბიზნესებისთვის ახალ შესაძლებლობას ქმნის.

პროქონექთი” – პროკრედიტ ჯგუფის ინოვაციური ციფრული სივრცეა, რომელიც ბიზნესებს აძლევს საშუალებას, საკუთარი საქმიანობა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც განავითარონ.

პლატფორმა აერთიანებს 12 ქვეყნის კომპანიებს ერთ საერთო საკომუნიკაციო ჰაბში და მათ ახალ ბიზნესკავშირების დამყარებაში, სანდო პარტნიორების პოვნასა და მუდმივი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

პროქონექთი” -ს წევრობა ნიშნავს გაზრდილ ცნობადობას, წვდომას 12 ქვეყნის ბიზნეს ბაზრებზე და განვითარების უწყვეტ შესაძლებლობას - იქნება ეს ახალი პარტნიორების მოძიება ქვეყნის შიგნით თუ საზღვრებს მიღმა, ონლაინ შეხვედრების ინიცირება მომავალი თანამშრომლობისთვის თუ გამოცდილების გაზიარება.

გარდა ამისა, პლატფორმის წევრებს შეუძლიათ ისარგებლონ მიმზიდველი პირობებით საბანკო სერვისებზე, მათ შორის ProPay გადარიცხვებით ჯგუფის მასშტაბით, რომლის საკომისიოც მხოლოდ 2.5 ევროს შეადგენს, აგრეთვე საბანკო გარანტიებითა და აკრედიტივებით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პარტნიორობას ჯგუფის შიგნით.

რეგისტრაცია მარტივია და სულ რამდენიმე წუთს მოითხოვს. ბანკის მიერ მონაცემების დადასტურების შემდეგ, კომპანია ავტომატურად ხდება პლატფორმის სრულფასოვანი მომხმარებელი.

პროქონექთი” ხელმისაწვდომია მხოლოდ პროკრედიტ ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის. პლატფორმით სარგებლობისთვის, საჭიროა განაცხადის შევსება და ბიზნეს ანგარიშის გახსნა პროკრედიტ ბანკში.

პროქონექთი” პროკრედიტ ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ინიციატივა, ტექნოლოგიური გადაწყვეტით, ქმნის ახალ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, აძლიერებს მათ კავშირს საერთაშორისო ბაზრებთან და ხელს უწყობს რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარებას.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში