ალდაგი ბიზნესი B4B საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია

ალდაგი ბიზნესი საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) მიერ ინიცირებული B4B სტრატეგიის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო ლექციების გენერალური პარტნიორია. ამის შესახებ ინფორმაციას „ადგაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, B4B სტრატეგიით გამართული საჯარო ლექციები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ტარდება და მხარს უჭერს ბიზნესის განვითარებას, მომხმარებლის მომსახურებასა და პროდუქტის შექმნას.

“მოხარულები ვართ, რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგი, მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციასთან ერთად, მონაწილეობდა სემინარში, რომელიც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გაიმართა. აღნიშნული სეგმენტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, დარგის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ, სემინარზე, მსმენელებს გავუზიარეთ ინფორმაცია დაზღვევის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის სწორად გამოყენებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის სწრაფ და სწორ განვითარებას,” - განაცხადა ალდაგის კორპორატიული გაყიდვების დირექტორის მოადგილემ, ეთერ მოდებაძემ.

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია 2010 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მისი ძირითადი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება საქართველოში:

“საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის B4B მიმართულების ძირითადი მიზანი ბიზნესისთვის დამხარებისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფაა. მიმდინარე სესიების ფარგლებში, ჩვენმა პარტნიორებმა, მსმენელებს გაუზიარეს ინფორმაცია იმ საჭიროებებისა და აუცილებლობების შესახებ, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას. პროექტი განხორციელდა საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მხარდამჭერების, სადაზღვევო კომპანია ალდაგის, პროკრედიტ ბანკის, ბიას, ინვენტერისა და SME Finance-ის, ჩართულობით,” - განაცხადა მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გურგენიძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ბიზნესის დაზღვევის მიმართულებით, წლებია ლიდერის პოზიციას იკავებს.

„ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best bbb-, იკავებს წამყვან პოზიციებს როგორც ბაზრის წილით, ისე პროდუქტების მრავალფეროვნებით და წარმოდგენილია რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია