თინა ბოკუჩავა - ევროპარლამენტარებთან განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა - გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთშიც

ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ - რა თქმა უნდა, განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აქტიურად მუშაობენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს მოქალაქეებისთვის და „შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას და პროპაგანდისტებს“.

„ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვის ევროპული დროშისთვის და ღირებულებებისთვის. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა.

იცით, მე პირადად აქტიურად ვიყავი ჩართული იმ ძალისხმევაში, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ ივანიშვილის ავტოკრატიული ნაბიჯების გამო, უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ მოხდეს ე.წ. ბლანკეტური წესით, ანუ არ შეეხოს ყველა მოქალაქეს, მხოლოდ ივანიშვილს შეეხოს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, ფინანსურ ელიტას, მოძალადეებს, ცრუ მოწმეებს, ე.წ. მოსამართლეებს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა ძალიან ნაყოფიერია და იმედი მაქვს, მალე მოხდება ამ მექანიზმის ამოქმედება“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

გარდა ამისა, მისივე თქმით, დიდ ბრიტანეთში ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებაზე.

„არის დიდი ბრიტანეთი, რომელიც ვიცით, რომ აღარ არის ევროკავშირის წევრი. ეროვნულ დონეზე, ეროვნული პრეროგატივა გააჩნიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესების. გვინდა ვიხილოთ მეტი სანქცია, უფრო სწრაფად და უფრო მაღალ ეშელონებში. ამას დრო სჭირდება. გარწმუნებთ, ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა დიდ ბრიტანეთში“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი . რაც შეეხება ოპოზიციას, შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები. შეხვედრა დაგეგმილია სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.

ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაცია გუშინ ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. დღეს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილთან.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის