ბაჩო ახალაია - აუდიოჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი - არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, „პაატათი“ მიმართვა, ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია.

როგორც მან კრიმინალურ პოლიციაში მისვლისას განაცხადა, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის დაბარებული.

„არ უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია. სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. ვისაც აინტერესებს მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები. მამაჩემის ტოლი კაცია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს. ძალიან მრცხვენია, ძალიან ძალიან „მიტყდება“, რომ ამ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმე ორგანიზება სჭირდებოდა?“ - განაცხადა ახალაიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს