ბაჩო ახალაია - რამდენიმე თვეა ჩამოვედი და ჩემი გადაადგილება მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები, პრობლემების გარეშე - ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! სასამართლო არსებობს, კანონი, თუ რა? ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!

ადვოკატი რა ჭირად მჭირდება?! ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ! - ამის შესახებ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე მისულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალიამ განაცხადა.

მან ასევე განმარტა, რატომ არ აირჩია მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა და აღნიშნა, რომ განსხვავებას ვერ ხედავს.

„ადამიანურად ძალიან მაღიზიანებს ვიღაც რომ გამოხტება და იტყვის პროკურატურაში არ მივალ, მივალ სასამართლოში. რა განსხვავებას ნახულობთ ამაში? ადვოკატი რა ჭირად მჭირდება? ადვოკატი არსებობს, სასამართლო არსებობს, კანონი არსებობს თუ რა? რამე არსებობს ? არაფერი არ არსებობს, შესაბამისად ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ!“- განაცხადა ახალიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ჩამოსვლის მომენტიდან მასზე მუდმივი მეთვალყურეობაა, შესაბამისად დასამალი არაფერი აქვს.

„მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანაში, ჩემი გადაადგილება, ყოფნა, მოძრაობა, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა, ასე ვიცხოვრე ეს თვეები პრობლემების გარეშე, ღიად, თავისუფლად. ერთადერთი დისკომფორტს და პრობლემებს ქმნიდა ბავშვებისთვის, რომ მუდმივად ვიღაც გითვალთვალებს. ამიტომ არსად არც დასამალი მქონია არც არაფერი“, - განაცხადა ახალიამ.

კითხვაზე შეუთვალეს თუ არა მას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, ახალაიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მასაც და მთელ საზოგადოებას შეუთვალა, რომ ან ქვეყანას დატოვებენ, ან დაპატიმრებულები იქნებიან.

„მე კი არა, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა, ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ამ ქვეყანას, ან გარუსდებით“, - განაცხადა ახალიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის