პერუს პრეზიდენტი „მუდმივი მორალური უუნარობის“ მოტივით  თანამდებობიდან გადააყენეს

პერუს კონგრესმა პრეზიდენტ დინა ბოლუარტეს თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, - ინფორმაციას BBC-ს ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 130 დეპუტატიდან 122-მა მისი თანამდებობიდან გადაყენებას მხარი „მუდმივი მორალური უუნარობის“ მოტივით დაუჭირა.

დროებით პრეზიდენტად ფიცი კონგრესის ლიდერმა, ხოსე ხერიმ დადო.

BBC- წერს, რომ დინა ბოლუარტეს მხარდაჭერის რეიტინგი 2-4%-ია. მისი მმართველობის პერიოდი ხშირი საპროტესტო აქციებით, სკანდალებითა და გამოძიებებით, ასევე ჯგუფური ძალადობის ზრდით იყო გაჯერებული. ბოლო თვეებში დანაშაულის ზრდის ფონზე, მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები კიდევ უფრო გამწვავდა.

2023 წლის იანვარში, თანამდებობის დაკავებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ბოლუარტეს და მისი ზოგიერთი მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო „გენოციდის, კვალიფიციური მკვლელობისა და სერიოზული დაზიანებების“ მიყენების ბრალდებით. გამოძიება მოჰყვა ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს 50-ზე მეტი მხარდამჭერის დაღუპვას ბოლუარტეს გადადგომისა და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების დარბევის დროს.

ბოლუარტე პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი და 2018 წლიდან მეექსვე ლიდერია. სამი ყოფილი ლიდერი ციხეშია.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა