ბადრი ჯაფარიძე - მე ვარ გადატრიალების მსხვერპლი და ვიცი, რა უბედურებაა ეს ქვეყნისთვის - ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს არჩევნებით და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია

ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები - მე ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში პარლამენტის წევრი ვიყავი. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ დასავლეთი ძალადობას არ გმობს“.

მისივე თქმით, ძალადობას ყველა გმობს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

„ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჰყოლოდა სინდისის პატიმრები, ადამიანები, რომელთაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდათ. ცხადია, კრიტიკა ამაზეა მიმართული. ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები. მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში ვიყავი პარლამენტის წევრი. იმ გადატრიალების, როდესაც კანონიერი ხელისუფლების დამხობა მოხდა, ზოგი მონაწილე დღეს ხელისუფლებაშია. მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, ის „ქართული ოცნების“ რიტორიკას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ცალკეულმა ევროპულმა სახელმწიფომ თუ პოლიტიკოსმა წაახალისა მშვიდობიანი დამხობა“.

„ეს არის კობახიძის სამარცხვინო რიტორიკა, რომელსაც გამარჯვებას ცივილიზებულ სამყაროში არავინ ეუბნება. ნახეთ, კანცლერი გვერდით ეჯდა და ორი წუთითაც არ ესაუბრა. როდესაც ევროპულ ბიუროკრატიას უწოდებ დემოკრატიულად არჩეულ ევროპულ მთავრობებს….თურმე ბიუროკრატიაა გერმანიის მთავრობა, საფრანგეთის მთავრობა, დემოკრატიულად არჩეული ადამიანები და წარმომადგენლები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა