პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა, რომლის თანახმად, თავდაცვისა და შს სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 3,5 მილიარდ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისა და უსაფრთხოების სამსახურის დასაფინანსებლად 3,5 მილიარდ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება.

კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა. რაც შეეხება თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას, ამ მიმართულებით 445 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტის წევრებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი ფინანსური და მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო. 2026 წლის ბიუჯეტის რეალური ეკონომიკური ზრდა კონსერვატიული მიდგომით დაიგეგმა და 5%-იანი მაჩვენებლით განისაზღვრა. პროექტის თანახმად, მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2,5%-ია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 290, 8 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 730,0 მილიონი ლარით მეტია. რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ამ მიმართულებით მომავალი წლისთვის 30 475, 9 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

კაკაურიძემ სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის განსაზღვრულ ასიგნებებზეც ისაუბრა, რომლებიც შემდეგნაირად გადანაწილდა: თავდაცვის სამინისტრო - 1 800,0 მილიონი ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 473,0 მილიონი ლარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 265 მილიონი ლარი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - 120.5 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვისას კომიტეტის წევრების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით, დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხი დაისვა. აღინიშნა, რომ როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოების მხრივ გამოწვევების მატების ფონზე უწყებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა მიზანშეწონილი, რაც წარმოდგენილ ფინანსური დოკუმენტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე კომიტეტსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციები გაიმართება, რათა დოკუმენტში ყველა ის საჭიროება და მოთხოვნა აისახოს, რაც უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია