გიორგი შარაშიძე 4 ოქტომბრის მოვლენებზე - ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება თუ შეცდომას შეცდომა არ დაერქვა და დანაშაულს - დანაშაული - მნიშვნელოვანია, ყველამ იცოდეს,  რამდენად დიდია პოლიტიკოსების როლი და წვლილი

ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ეს ფურცელი ისე ვერ გადაიფურცლება თუ შეცდომას შეცდომა არ დაერქვა და­ დანაშაულს - დანაშაული. მნიშვნელოვანია, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა სრული სიმართლე იცოდნენ, რა მოხდა 4 ოქტომბერს, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, რამდენად შესაძლებელი იყო ყველაფრის წინასწარ პროგნოზირება და რამდენად დიდია პოლიტიკოსების როლი და წვლილი, - ეს განცხადება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა გიორგი შარაშიძემ ევროპარლამენტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, პრობლემაა, როცა „ოცნებას“ მიეცა საბაბი იმისა, რომ ევროპარლამენტარებს რადიკალიზმის დაგმობისკენ აქეთ მოუწოდოს.

„ჩვენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმებზე საუბარი გაგვიჭირდება მანამ, სანამ სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა არ გამოიკვეთება. „ქართული ოცნება“ ამ სპეცოპერაციას პოლიტიკოსების გარეშე ვერ ჩაატარებდა. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს, ვინ იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით ამას ხელს უწყობდნენ. საქართველოს ახალი, სრულიად უდანაშაულოდ დაპატიმრებული ადამიანები ჰყავს.

რაც 4 ოქტომბერს მოხდა, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი ავტორიტარიზმის უფრო მეტად გაძლიერების საშუალება მისცა. ამაზე ღიად ვსაუბრობდით და ის, რაზეც ღიად ვსაუბრობდით, სამწუხაროდ, გამართლა“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ცნობისთვის, თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კეტლინ ვან ბრემპტი, ნაჩო სანჩეს ამორი და ტობიას კრემერი.

ევროპარლამენტის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ დელეგაცია გუშინ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდნენ. დღეს დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება