4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მამუკა ლაბუჩიძე - ვიდეოში ჩემი თავი ვიცანი, 3-4 დღე მქონდა და წასვლა თუ მინდოდა, ლოგიკურია წავიდოდი, არ ვფიქრობდი, რომ სადმე წავსულიყავი, ვერც და არც წავალ

ვიდეოში ჩემი თავი ვიცანი, 3-4 დღე მქონდა და წასვლა თუ მინდოდა, ლოგიკურია წავიდოდი. წასვლაზე საერთოდ საუბარი არ არის, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მამუკა ლაბუჩიძემ განაცხადა.

ის მოსამართლეს განუმარტავდა, რომ მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე არ არსებობს.

„არსად წასვლას არ ვაპირებ. იმ ვიდეოში ჩემი თავი ვიცანი, ვიცოდი, რომ შეიძლება მოსულიყვნენ და პასუხი მეგო. 3-4 დღე მქონდა და წასვლა თუ მინდოდა, ლოგიკურია წავიდოდი. წასვლაზე საერთოდ საუბარი არ არის, საერთოდ არ ვფიქრობდი, რომ სადმე წავსულიყავი, ვერც წავალ, არც წავალ”, - განაცხადა ლაბუჩიძემ.

ცნობისთვის, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს და კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კობა ეპიტაშვილს კი ბრალდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია