ბაჩო ახალაია - რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე, ვერ დავდივარ - დამიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო, ექსპერტიზა ჩატარდება და ვნახოთ

რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე - ვერ დავდივარ, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დატოვების შემდეგ განაცხადა.

როგორც ახალაიამ აღნიშნა, გამოკითხვაზე დაიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო.

„არ ვიყავი [აქციაზე] იმიტომ რომ არ ვმონაწილეობდი. რომელ აქციაზე მნახეთ? არ დავდივარ აქციებზე. ვერ დავდივარ და იმიტომ. მთელი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველამ ნახეთ პაატა ბურჭულაძე, მურთაზი და სხვები აირწინაღების გარეშე. არათუ ხელში რაიმე ეჭირათ და რაიმეს ისროდნენ, ელემენტარული ნიღბებიც კი არ ეკეთათ. დამიბარეს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო ჩანაწერის გამო. ექსპერტიზა ჩატარდება და ვნახოთ“,-აღნიშნა ახალაიამ.

შეგახსენებთ, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას გამოკითხვა დასრულდა. როგორც ბაჩო ახალაიამ თითქმის 8 საათიანი გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძირითადი კითხვები აუდიო ჩანაწერს ეხებოდა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა