ბერდია სიჭინავა - ადამიანები დანაშაულებრივი პროვოკაციის მსხვერპლები არიან, რომელიც დადგა „ქართულმა ოცნებამ“ სულელების, არანორმალურების, მოსყიდულების ხელით - მამლის ყივილამდე სამჯერ რომ უარყვეს ზოდელავა, ეგრე სად არის?!

ადამიანები დანაშაულებრივი პროვოკაციის მსხვერპლები არიან, რომელიც დადგა „ქართულმა ოცნებამ“ სულელების, არანორმალურების, მოსყიდულების ხელით - მამლის ყივილამდე სამჯერ რომ უარყვეს ზოდელავა, ეგრე სად არის?! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოიკოტის სიგიჟის პანდემიამ გადაუარა ქვეყანას.

„ადამიანები, შეგნებული პროვოკაციის მსხვერპლები არიან. დანაშაულებრივი პროვოკაციის მსხვერპლები, რომელიც დადგა „ქართულმა ოცნებამ“ სულელების, არანორმალურების, მოსყიდულების ხელით. არ ვიცი, ვინ როგორ გაინაწილებს როლს, მაგრამ ბოიკოტი, რომელიც პირდაპირი ფორმით დაწყებული სპეციალური ღონისძიება იყო რამდენიმე თვის წინ, გადაიზარდა დამხობის არანორმალურ სიგიჟეში, ამ ბოიკოტის სიგიჟის პანდემიამ გადაუარა ქვეყანას.

გეგმა არ ჰქონიათ და არაფერი! სად ეპატიჟებოდნენ ადამიანებს?! ბოიკოტისტების ნაწილმა იცოდა რა მოხდებოდა 4 ოქტომბერს, იცოდნენ სიგიჟე იყო, მაგრამ მაინც მოუწოდებდნენ რუსთაველზე მივიდეთო. ეს ის ნაწილია, რომელიც ახლა ხელს იბანს, იძახის რომ მშვიდობიან პროტესტში ეპატიჟებოდნენ. როდესაც იძახი, რომ 4 ოქტომბერს მაინც ვიქნები იქ და არჩევნებზე არ მივალ, შენი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღო“, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.

კითხვაზე, თუ რა ფორმით წარმოუდგენია აქციის ორგანიზატორების მიერ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, სიჭინავამ აღნიშნა: „უნდა თქვან, რომ შეცდნენ და წაახალისეს 4 ოქტომბერი, ის რაც მოხდა“.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსმა თავისი დანაშაული უნდა აღიაროს და სხვა გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან არ არსებობს.

„ახლა იწყება გადაფასების პროცესი. ადამიანები შეკითხვების ფორმატში არიან, თუ რა მოიტანა 4 ოქტომბრის ქუჩაში დგომამ და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმამ. ბოიკოტისები, გაჯგიმულები, შუაში რომ არიან, არც იქით და არც აქეთ.... „კოალიცია ცვლილებისთვის“ ამ პროცესის ავანგარდში იყო. ზოდელავა მათი დამფუძნებელი იყო ახლა რომ უარყვეს, მამლის ყივილამდე სამჯერ რომ უარყვეს ზოდელავა, ეგრე სად არის?!

ყველა პოლიტიკოსმა თავისი დანაშაული უნდა აღიაროს, სხვა გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან არ არსებობს. ამ თამაშიდან, ამ რაუნდიდან გამარჯვებულია „ქართული ოცნება“. ეს გამოიყვანა იმ აქტორებმა, რომლებიც სიგიჟეში მონაწილეობდნენ. ეს არის ფაქტი. დღეს არგუმენტად რომ იშველიებენ: „20%-იანი კალაძეა მერი“. თუ 20%-ანია, შენ სულელი ხარ, მოსყიდული ხარ, რატომ გააკეთე ეს?! ბოიკოტისკენ მოუწოდებდი მოქალაქეებს, ეს სიგიჟე რატომ გააკეთე“,- აღნიშნა სიჭინავამ.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა