ადვოკატი - გირაოს თანხას გადაიხდიან ოჯახის წევრები და გიორგი ჩახუნაშვილი  დაუყოვნებლივ გათავისუფლდება

დღევანდელ პროცესზე შეეფარდა საპატიმრო გირაო - არ ვეთანხმებით შუამდგომლობას, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რაც დაადასტურებდა ჩახუნაშვილის ბრალეულობას ამ საქმეში. ამას აუცილებლად დავადასტურებ საქმის არსებითი განხილვის დროს, - ამის შესახებ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გიორგი გელხაურის თქმით, გირაოს თანხას ოჯახი დღესვე გადაიხდის.

„გიორგი ჩახუნაშვილს შეეფარდა საპატიმრო გირაო. სამწუხაროდ დღევანდელ პროცესზე არ ხდება მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა სისხლის სამართლის საქმეში, ამიტომ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მისთვის შეეფარდებინა საპატიმრო გირაო 20 000 ლარი ოდენობით. გირაოს თანხას გადაიხდიან ოჯახის წევრები და მოხდება გიორგი ჩახუნაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

პროკურატურის ეს მოთხოვნა გამომდინარეობს იქიდან, რომ გიორგი ჩახუნაშვილმა შესაძლოა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც მის ბრალად შერაცხეს. დღევანდელ პროცესზე არ ხდება მტკიცებულებების არსებითი გამოკვლევა, დღეს რომ მომხდარიყო, სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ გიორგი ჩახუნაშვილის მიერ არ მომხდარა არანაირი ძალადობა და ძალადობაში მონაწილეობა. გიორგი ჩახუნაშვილი მხოლოდ და მხოლოდ ახორციელებდა მის პროფესიულ მოვალეობას აღნიშნულ აქციაზე”, - განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ აკადემიკოსს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. შესაბამისად, ის თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება