დონალდ ტრამპი - ადამიანმა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, დამირეკა და მითხრა, რომ ამას ჩემს პატივსაცემად იღებს - მითხრა, რომ მე ამას ვიმსახურებდი, არ მითქვამს, „მაშინ მე მომეცით”, ის ძალიან კეთილი იყო

ადამიანმა, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო, დამირეკა და მითხრა, რომ ამას ჩემს პატივსაცემად იღებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„მითხრა, რომ მე ამას ვიმსახურებდი. ძალიან კარგი ჟესტია. არ მითქვამს, „მაშინ მე მომეცით“. ის ძალიან კეთილი იყო. მე მას ვეხმარები, მათ ვენესუელაში დახმარება სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ ეს პრიზი 2024 წლისთვის გაიცა, მე 2024 წელს კენჭს ვიყრიდი. მიხარია, რომ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს მიენიჭა.

მაჩადოს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ გასულ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და არჩევნების შემდეგ დევნილობაში უწევს ცხოვრება.

ნობელის კომიტეტმა აღიარა მისი „დაუღალავი შრომა ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისთვის“ და „მისი ბრძოლა დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე