The Associated Press - დონალდ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა - ექიმის დასკვნით,  ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია

დონალდ ტრამპმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, - ინფორმაციას The Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ ბარბაბელამ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის „ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია“.

„აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ნევროლოგიური და ფიზიკური მომზადების ძლიერ მაჩვენებლებს ავლენს“, - ნათქვამია ექიმის დასკვნაში.

ბარბაბელამ აღნიშნა, რომ ტრამპის „გულის ჯანმრთელობის ასაკიც შეაფასა, რომელიც პრეზიდენტის რეალურ ასაკზე 14 წლით ნაკლებია“.

ასევე, სამედიცინო დასკვნის თანახმად, ვიზიტის დროს დონალდ ტრამპმა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა და COVID-19-ის ბუსტერ დოზა გაიკეთა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს