პროკურატურა 4 ოქტომბრის აქციის ფარგლებში დაკავებული ია დარახველიძის მიმართ საპატიმრო გირაოს გამოყენებას, ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძისა და რამაზ მამულაძისთვის კი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურამ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულის ია დარახველიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - საპატიმრო გირაო მოითხოვა.

დანარჩენი 3 ბრალდებულის - ხვიჩა გოგოხიას, ავთანდილ სურმანიძისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა უნდა მიიღოს.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება