პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა დღეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბრის აქციის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან.

ბურჭულაძის გამოკითხვა 18:00 საათზეა ჩანიშნული, ხოლო ზედელავას - 18:30 საათზე.

მათი გამოკითხვა თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ რუსთავის ციხეში, გუშინ იგეგმებოდა, თუმცა როგორც ბურჭულაძემ, ისე ზოდელავამ სუს-ის მხრიდან გამოკითხვაზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბურჭულაძე და ზოდელავა იმავე საქმეზე იკითხებიან, რაზეც ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილია დაბარებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განმარტა, რომ „საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს“.

„როგორც აგვიხსნეს, საქმე ეხებოდა სადღაც ჩამარხული იარაღის ფაქტს, რასთან დაკავშირებითაც ბუნებრივია, არავითარი ინფორმაცია პაატა ბურჭულაძეს არ აქვს. გამოკითხვის ოქმში დავაფიქსირეთ ის, რომ ის არის პოლიტიკური ტყვე, პოლიტიკური პატიმარი და მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. მის მიერ გაკეთებული განცხადებები უკვე არის გამოყენებული მის წინააღმდეგ, შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ან ჩვენება, რომელსაც მისცემს მით უმეტეს ასე დაუგეგმავად, შეიძლება იქნას გამოყენებული პოლიტიკური მართლმსაჯულების პირობებში მის წინააღმდეგ, შესაბამისად ამ ეტაპზე ბურჭულაძემ ჩვენების მიცემაზე, მათ შორის სუს-ისთვის, უარი განაცხადა”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს