„თალიბანის“ პრესსპიკერი - ავღანელ და პაკისტანელ სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი და 9 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის პრესსპიკერის, ზაბიჰულა მუჯაჰიდის განცხადებით, ღამით ავღანეთისა და პაკისტანის სამხედროებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 58 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა.

მისი თქმით, ჩატარებული ოპერაციის შედეგად, პაკისტანის 20 საგუშაგო განადგურდა.

ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ შეტაკებების შედეგად 9 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა და 16 დაიჭრა.

„თალიბანის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, ოპერაცია შუაღამისას კატარისა და საუდის არაბეთის მხრიდან მოთხოვნის შემდეგ შეწყდა.

ზაბიჰულა მუჯაჰიდის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო -ხორესანი“ (ISIS-K) ავღანეთში დამარცხდა, ბაზები პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციაში შექმნა. „თალიბანის“ პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ავღანეთში ISIS-K-ის ბოლოდროინდელი თავდასხმები ხაიბერ-პახტუნხვაში მდებარე ამ ბაზებიდან იგეგმებოდა და პაკისტანის მთავრობას მოუწოდა, ISIS-K-ის მნიშვნელოვანი წევრები ავღანეთს გადასცენ.

შეგახსენებთ, გუშინ ავღანეთი-პაკისტანის საზღვარზე ავღანეთისა და პაკისტანის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა. „თალიბანის“ მთავრობამ განაცხადა, რომ „საპასუხო ოპერაციები“ განახორციელა. მანამდე კი „თალიბანის“ მთავრობამ პაკისტანი ავღანეთის საჰაერო სივრცის დარღვევასა და მის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრის დაბომბვაში დაადანაშაულა. პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოჰსინ ნაკვიმ განაცხადა, რომ ავღანეთის თავდასხმები არაპროვოცირებული იყო. მინისტრის თქმით, მისი ქვეყნის ძალები „თითოეულ აგურს ქვით“ უპასუხებენ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს