ირაკლი ფავლენიშვილი - ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავეა ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს

ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი არის დაკავებული არა მხოლოდ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების საქმეზე, არამედ ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკური ნიშნით.

„ჩვენ ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავე არის ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კონსტიტუციური პრინციპები, ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს, რასაც თავის მხრივ, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები მოჰყვება. ის ადამიანები, რომლებიც მის წინააღმდეგ არიან ბრძოლაში ჩართული, ამ რეპრესიების მიზეზი არ არიან. ივანიშვილის ბრალია ის, რომ ქვეყანა ამ ჩიხში არის შესული. ამას გაცხადებული მიზანი აქვს, რომ საქართველოს ასი ათასობით მოქალაქე უნდა გაანეიტრალოს, გააძევოს ემიგრაციაში ან დააპატიმროს, რაც ამ სიტუაციას იწვევს“,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ამასთან, ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის მიმართ ციხეში სატელეფონო ზარების, პაემნებისა და წერილების აკრძალვას გამოეხმაურა.

ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით, ივანიშვილის რეჟიმი ამ ადამიანებს არა მხოლოდ დევნის, არამედ პატიმრობის უფლებებსაც ართმევს.

„ეს კიდევ ერთი ნათელი დემონსტრაციაა იმის, რომ არა მხოლოდ აკავებს ივანიშვილის რეჟიმი პოლიტიკური ნიშნით თავის ოპონენტებს, არამედ მათ ართმევს, მათ შორის პატიმრობის უფლებებს. ჩვენ ამას ვხედავდით, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით და ახლა ვხედავთ სხვა პოლიტიკური პატიმრების შემთხვევებშიც. ფაქტობრივად, ამ ხუთეულს აქვს შეზღუდული პატიმრობის ყველა უფლება, რაც პოლიტიკური დევნის კლასიკური გამოვლინება არის“,-განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერდა და მომავალშიც მხარს დაუჭერს ისეთ აქციას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო