თენგიზ შარმანაშვილი - მივესალმები, თუ ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვა - მივესალმებით ნებისმიერ ევრობიუროკრატს, რომელიც  ჩამოვა ფაქტებზე და არა აღქმებზე სასაუბროდ

რა თქმა უნდა, მივესალმები, თუ ეუთო-ს თავმჯდომარე საქართველოში ჩამოვა - არჩევნები რომ მორჩა და რევოლუციამ ვერ გაიმარჯვა, მეორედ მოსვლა დაიწყო?! არ დაწყებულა, ცხოვრება გრძელდება და ჩამოვიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მიესალმება, ასევე, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც ფაქტებზე სასაუბროდ ჩამოვა და არა აღქმებზე.

„მივესალმები, რა თქმა უნდა, თუ ის ჩამოვა საქართველოში და მივესალმებით ნებისმიერ ევრობიუროკრატს, ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომლებიც აქ ჩამოვლენ ფაქტებზე და არა აღქმებზე სასაუბროდ. ფაქტებზე სასაუბროდ ჩვენ დიდი ხანია მზად ვართ და ამას არასდროს გავურბივართ. არჩევნები რომ მორჩა და რევოლუციამ რომ ვერ გაიმარჯვა, მეორედ მოსვლა დაიწყო?! არ დაწყებულა, რა თქმა უნდა. ცხოვრება გრძელდება და ჩამოვიდეს. მომავალშიც ჩამოვა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ჩამოვლენ,“ - განაცხადა შარმანაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სრულად ეთანხმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ “ვიდრე ბრიუსელი არ დაგმობს და გაემიჯნება მისგან მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს, ის დარჩება ექსტრემიზმის მხარდამჭერად“.

„ერთ სიტყვასაც კი არ გადავანაცვლებდი, ისე მოვაწერდი ხელს ამ ფრაზას. 100%-ით ვეთანხმები, იმიტომ, რომ მართლაც ასეა. ვიდრე ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები არ გაემიჯნებიან, ისინი ირიბად და პირდაპირ, თანამონაწილე არიან სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ განცხადებით, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა. გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი