ადვოკატი - ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოსგან საბა ჯიქიასთვის სასჯელის დამძიმება მოითხოვა - საბა ჯიქიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლო დარღვევას აუცილებლად დაადგენს

მოლოდინი მაქვს, რომ საბა ჯიქიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, დარღვევას აუცილებლად დაადგენს, - ამის შესახებ პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულ საბა ჯიქიას ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარე, სააპელაციო სასამართლოსგან სასჯელის დამძიმებას ითხოვს.

„საინტერესო რამ ვნახე, დარბაზში გვყავდა 2 მამაკაცი, რომლებზეც იქ მყოფმა პირებმა განმიმარტეს, რომ ეცნობოდათ და იყვნენ სუს-ის თანამშრომლები. ამ ადამიანებს, როდესაც მოსამართლემ შეხედა და იკითხა, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. საჯაროა პროცესი და მოვიდნენ და ნახონ, ამ საქმეში როგორი დარღვევებია და ბრალდების მხარეს ერთი მტკიცებულებაც რომ არ აქვს გამოკვლეული. ეს პირები, რომლებიც პროცესზე იმყოფებოდნენ, არ ვიცი ვის მაკონტროლებლად არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში, თავად ეს ადამიანებიც ნახავენ, როგორი სუსტია ბრალდების მხარის პოზიციები.

ბრალდების მხარემ მოითხოვა სასჯელის დამძიმება, თავის მხრივ, დაცვის მხარემ სრული გამამართლებელი განაჩენის დადგომა.

ჩემი მოლოდინია, რომ საბა ჯიქიას საქმეზე სტრასბურგის სასამართლო, დარღვევას აუცილებლად დაადგენს“, - განაცხადა გუჯა ავსაჯანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმაში მსჯავრდებულის, საბა ჯიქიას პროცესი გაიმართა.

საბა ჯიქია პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 2024 წლის 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას 30 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.

ცნობისთვის, საბა ჯიქიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალი 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს