ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო

ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება დაიწყო. გათავისუფლებული პალესტინელი პატიმრებით სავსე რამდენიმე ავტობუსი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში ჩავიდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ისრაელი „ჰამასის“ მხრიდან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, 250 პალესტინელ პატიმარს და 1 700-ზე მეტ დაკავებულს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დღეს ღაზაში დარჩენილი 20-ვე ცოცხალი მძევალი გაათავისუფლა. დღესვე იგეგმება 48 დაღუპული მძევლის ცხედრიდან რამდენიმეს გადაცემაც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა