შალვა პაპუაშვილი - ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა იმ ყველაფერმა, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს, მიტინგზე ვხედავდით - დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა

ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა იმ ყველაფერმა, რასაც ჩვენ 4 ოქტომბერს, მიტინგზე ვხედავდით - დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების დროს, 25 პოლიციელი დაშავდა, მათგან 2 მძიმედ.

პაპუაშვილმა სამართალდამცველებს და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ყველას მოგილოცოთ წარმატებით ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მთლიანად ქვეყანას მივულოცო. მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო ციკლი ამით დასრულდა. შარშან პარლამენტის არჩევნებით, შემდეგ პრეზიდენტის არჩევით და წელს უკვე 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებით, ყველა არჩევითი კონსტიტუციური ორგანოები დაკომპლექტებულია და არის შესაძლებლობა, რომ შემდეგი 3 წელი ქვეყანა სრულად იყოს კონცენტრირებული იმ განვითარების გეგმებზე, რომელიც როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას, წარდგენილი იყო გამარჯვებული გუნდის მიერ.

ასევე მინდა გამოვეხმაურო 4 ოქტომბერს არჩევნების პარალელურად წინასწარ დაანონსებულ დამხობის შეკრებას. ჩვენ ვაფრთხილებდით ამასთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ აღსრულდა კიდეც ის, რაც წინასწარ იყო დაანონსებული, გაისმა მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ და ა.შ. პირდაპირ ეთერში ვუყურებდით, ფაქტობრივად, ლამის 90-იანი წლების კადრები გაგვახსენა ამ ყველაფერმა, რასაც ჩვენ ვხედავდით მიტინგზე. ეს დამაფიქრებელია ვფიქრობ ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული თუ რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც იქ იმ დღეს წინასწარ განზრახვით შეიკრიბა, იმისთვის რომ ქვეყანა აერია და ამას საზოგადოების ეს წევრები აბსოლუტურად გააზრებულად აკეთებდნენ. დამხობა დაანონსდა, დამხობა დაიწყო, თუმცა დამხობა მალევე ჩაიშალა,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში