გახდი "საქართველოს ბანკის" სტიპენდიატი ჰედვაის აკადემიაში - დაეუფლე ახალ პროფესიას სრული დაფინანსებით

"საქართველოს ბანკი", როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახალ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის 100%-იანი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

პარტნიორ აკადემიებს შორის არის Headvice-ი, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ მათთვის სასურველი პროფესიული კურსები საქართველოს ბანკის სტიპენდიით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

"საქართველოს ბანკის" სტიპენდიის მიღების მსურველებმა 15 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადი ვებგვერდზე: stipendia.bog.ge გამარჯვებულების შერჩევა სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების მიხედვით მოხდება.

ინფორმაციისთვის, ჰედვაისი პიროვნების შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისკენ ორიენტირებული ბრენდია, რომლის უკლებლივ ყველა ქმედება ადამიანის და სამყაროში მისი ადგილის, ბიზნეს პროცესებში მისი ფუნქციის მაქსიმალურად ეფექტურად განსაზღვრისკენ არის მიმართული. ერთი მხრივ, ჰედვაისი ხელს უწყობს ორგანიზაციებს და ბიზნესებს პროფესიონალი კადრების მოძიებასა თუ გადამზადებაში, პარალელურად კი, ცალკეულ ადამიანებს ეხმარება კარიერულ წინსვლასა და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის შექმნის პროცესში. ამასთან, „ჰედვაის აკადემიატრენინგების მრავალფეროვან არჩევანს და ყველა იმ კომპეტენციის შეძენასა თუ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც ადამიანს საქმეში წარმატების მისაღწევად სჭირდება.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია