ირაკლი კირცხალია - ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროტესტს ვკრძალავთ - როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება, დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, ამის საშუალებას არ მივცემთ

როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ფორმა საზოგადოებისთვის დისკომფორტის მიზეზი ხდება.

“საზოგადოება უყურებს რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელიც დარბის რუსთაველის გამზირზე. ჩვეულებრივ სამსახურში დადიან. ეს ყველაფერი საზოგადოებსითვის არის დისკომფორტი. იდგნენ, გააპროტესტონ, ოღონდ ჩარჩოების ფარგლებში გააპროტესტონ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროტესტს ვკრძალავთ. 7 კაცი რომ დარბის რუსთაველზე, რომლებიც ყველას აყენებენ შეურაცხყოფას - საჯარო მოხელეებს, ავტობუსის მძღოლებს, გამვლელ მოქალაქეებს.

როდესაც 15 ადამიანი შეიკრიბება და დარბის ხელჩაკიდებული და დისკომფორტს უქმნის საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამის საშუალებას არ მივცემთ. გამკაცრდება კანონი. აუცილებლად მივიღებთ ამ კანონს და დამერწმუნეთ, რეაგირებაც შესაბამისი ექნება შესაბამისს უწყებებს.

ეს ყმაწვულები თუ გოგოები დგებიან ყოველდილით, ყავის ან ჩაის შემდეგ გამოვლენ, იციან რომელ საათზე გავიდნენ. ამაში უხდიან ხელფასს. შეურაცხყოფა უნდა მიაყენონ ტრანსპორტის მძღოლებს, გამვლელებს… ჩვენ რა ვქნათ, 15 კაცს უნდა გადავაკეტინოთ რუსთაველის გამზირი?

პროტესი თუ უნდათ 3000 დღე გააგრძელონ, ოღონდ თუ 20 კაცი იქნება, დადგნენ პარლამენტის შენობასთან თუ სურთ დროები შეცვალონ, ოღონდ ისეთ ადგილზე შეიკრიბნონ, სადაც პროტესტის გამოხატვა თავისუფლად შეეძლებათ”, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა