ირაკლი კირცხალია ნატო-ს ასამბლეაზე - ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძველზე იქნება აგებული და მიღებული იმ გარემოებათა საფუძველზე, რომელთა რეალური შეფასებაც ასახავს ქვეყნის შიგნით მდგომარეობას, მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ცენტრალურ ოფისში, ბრიფინგზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ობიექტურ საფუძვლებზე იქნება აგებული, რომელიც იქნება იმ გარემოებებით მიღებული, რომელი გარემოებების რეალური შეფასებაც არის ქვეყნის შიგნით ჩვენს მდგომარეობაზე, ყველა ასეთი გადაწყვეტილება არის მისასალმებელი და განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ, ყველა ის ობიექტური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ სხვადასხვა წარმომადგენლობისგან, ინსტიტუციისგან, ეს ევროკავშირი იქნება, თუ არა მხოლოდ, ბევრ ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებას, მიდგომას ჩვენი დელეგაციების მიმართ. არაფერს ვამბობ იმ რეზოლუციებსა, თუ პოლიტიკურ განცხადებებზე, რასაც ვისმენთ. ასე რომ, ნებისმიერ ობიექტურ საწყისებსა და საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საპარლამენტო დელეგაციის შესწორებები იქნა გათვალისიწინებული, ასევე მიღებული გადაწყვეტილებით საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში - „პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისთვის“ გადაინაცვლა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს