ვოლოდიმირ ზელენსკი - ვაშინგტონში ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება

პარასკევს დონალდ ტრამპს შევხვდები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„შესაძლებლობა მექნება ვაშინგტონში ჩავიდე და პარასკევს პრეზიდენტ ტრამპს შევხვდე. ვფიქრობ, განვიხილავთ ნაბიჯებს, რომელთა შეთავაზებასაც ვგეგმავ. ჩვენს შორის დიალოგისა და მხარდაჭერისთვის პრეზიდენტ ტრამპის მადლობელი ვარ. კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება, მათ შორის, თავდაცვის კომპანიებთან და შესაძლოა კონგრესმენებთანაც. ასევე, შევხვდები ენერგეტიკულ კომპანიებს, ეს პრეზიდენტ ტრამპის წინადადება იყო და ეს აუცილებელია, რადგან სასწრაფო საჭიროებები არსებობს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, „ვიზიტის მთავარი საკითხი საჰაერო თავდაცვა და შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობები იქნება“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დღეს ვაშინგტონში უკრაინის დელეგაცია გაემგზავრა.

„უკრაინის დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრა: პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და დიპლომატიური სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი. ისინი შეხვედრებს გამართავენ“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!