იოჰან ვადეფული - დონალდ ტრამპმა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაში, მოვუწოდებთ, გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მისაღწევად

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.

„დონალდ ტრამპმა გადამწყვეტი წვლილი შეიტანა ღაზას სექტორთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაში. გერმანია მოუწოდებს მას, გააგრძელოს ძალისხმევა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მისაღწევად“, - განაცხადა ვადეფულმა ბულგარელ კოლეგასთან, გეორგ გეორგიევთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, ბერლინი დიდ იმედს ამყარებს აშშ-ის ადმინისტრაციაზე, რადგან პრეზიდენტმა ტრამპმა დამაჯერებლად აჩვენა ინტერესი მთელ მსოფლიოში სამშვიდობო შეთანხმებების მიღწევის მიმართ.

„ყველა ღონის გამოყენება უნდა მოხდეს უკრაინაში ახალი ნაბიჯის გადასადგმელად, სანამ იქ საომარი მოქმედებები კვლავ უფრო ფართო მასშტაბით არ გაჩაღდება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე