საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნა.

ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თანამოსაყდრე, მეუფე შიომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჩატარებული წირვის დასრულების შემდეგ აღნიშნა.

როგორც მან თქვა, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილე 2026 წელს აღინიშნება.

„გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევას. შეგვეწიოს წმინდა საუფლო კვართისა და სვეტიცხოვლის მადლი და ძალა. წმინდა საუფლო კვართის, სვეტიცხოვლის მადლით, წმინდა მოციქულთა სწორთა მეფე მირიანის, დედოფალ ნანას მეოხებით, ლოცვით უფალმა გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, დალოცოს საქართველო, გაამთლიანოს და გადაარჩინოს ჩვენი ერი. როგორც იცით, წლევანდელი სვეტიცხოვლობა წინ უძღვის შესანიშნავ თარიღს, მომავალ წელს, 2026 წელს, სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქ ილია მეორის ლოცვა - კურთხევით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც უნდა მოამზადოს აღნიშვნა ამ საიუბილეო დღეებისა“, - აღნიშნა მეუფე შიომ.

ამასთან, მან სპეციალური კომისიის მიერ მომზადებული მიმართვის ტექსტი წაიკითხა, რომლითაც კომისიის წევრები ქართველ ერს მიმართავენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის