ირაკლი მეზურნიშვილი ბელგრადში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის რიგით 65-ე სხდომას დაესწრო

14 ოქტომბერს, სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბელგრადში, გაიმართა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის რიგით 65-ე სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მეზურნიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს: „ხელოვნური ინტელექტის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“.

„შავი ზღვის რეგიონისთვის, თავისი სტრატეგიული მდებარეობით, მრავალფეროვნებითა და მზარდი პოტენციალით, ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მოდერნიზაციის, კონკურენტუნარიანობისა და ინკლუზიური ზრდის ძლიერი მამოძრავებელი ძალა იყოს. ამის მისაღწევად, ჩვენ გვჭირდება მყარი სამართლებრივი ჩარჩოები და ძლიერი რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ციფრულ ტრანსფორმაციას მდგრადი განვითარების ძირითად ელემენტად მიიჩნევს. ჩვენ ამჟამად ეროვნული პოლიტიკის ჩარჩოს შექმნის საწყის ეტაპზე ვართ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სტრუქტურირებული და პასუხისმგებლიანი გზით გამოყენებასა და განვითარებას წარმართავს. ამ ჩარჩოს მიზანია ინოვაციებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა, ახალი ტექნოლოგიების უსაფრთხოდ დანერგვის ხელშეწყობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ხელოვნური ინტელექტის სარგებელი საზოგადოებაში გაზიარდეს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოს პირველი ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეუძლია ჩვენს ქვეყანას ტექნოლოგიების გამოყენება პასუხისმგებლიანი და მომავალზე ორიენტირებული გზით.

შავი ზღვის რეგიონი მრავალფეროვანი, დინამიური და მდიდარია ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით. ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებას შეუძლია გააძლიეროს თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის, მოდერნიზდეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკა და შეიქმნას ახალი შესაძლებლობები დასაქმებისთვის. ეს პოტენციალი იმ შემთხვევაში იქნება რეალიზებული, თუ ჩვენ შევქმნით მკაფიო და სამართლიან სამართლებრივ ჩარჩოებს, რომლებიც წაახალისებენ ინოვაციებს და ამავდროულად დაიცავენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს“, - განაცხადა მეზურნიშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის შესახებ შესაბამისი მოხსენებისა და რეკომენდაციის პროექტები, რომლებიც ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში, ბულგარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ სოფიაში, ასამბლეის პლენარულ სესიაზე იქნება მიღებული.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდა ასამბლეის რვა წევრი ქვეყნის 50 მდე დელეგატი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე