გიორგი შარაშიძე - ვინ მისცა „ოცნებას“ ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! - ეს კანონპროექტები არის 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი - შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი გაუკეთო „ოცნებას“?!

ვინ მისცა „ოცნებას“ ამ დრაკონული ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! - ეს კანონპროექტები არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი და იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, ვინც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ე.წ. მშვიდობიანი დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ - შეიძლება ამდენი ე.წ. საჩუქარი ერთად გაუკეთო „ოცნებას“?! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად და ეს კანონპროექტებიც ამის გაგრძელებაა.

„ჩვენ ვინმეს გვიკვირს „ოცნებისგან“ ამ ტიპის ქმედებები?! „ოცნება“ რომ ავტოკრატიული რეჟიმია, ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, ეს რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის, კანონმდებლობით გააძლიეროს. ეს ხდება დღესაც. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, ვინ მისცა “ოცნებას“ ამ დრაკონული ძალადობრივი კანონების მიღების საბაბი?! ვინ მისცა საბაბი და იყო თუ არა 4 ოქტომბრის სპეცოპერაცია „ოცნებისთვის“ საბაბი, რომ კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტორიტარიზმი, რომელსაც ის აშენებს?! ამავე დროს, „ოცნებას“ უნდა შევახსენოთ, რომ ევროპული ქვეყნების მაგალითების მოყვანა, მაშინ როდესაც ამ ქვეყანაში არც თავისუფალი სასამართლო გვაქვს და არც დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობს დამოუკიდებლად, ბუნებრივია, არ იქნება სწორი და ლოგიკური,“ - განაცხადა შარაშიძემ.

რაც შეეხება პარტიების აკრძალვას, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ რთულია წინასწარ იმსჯელო იმაზე, შეეხება თუ არა მის პარტიას აკრძალვა.

მისივე თქმით, „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია და მისი პოლიტიკური გუნდი ყველაფრისთვის მზადაა.

„ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ. „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია. ასე რომ, ძალიან რთულია წინასწარ სერიოზულად ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად შეიძლება ჩვენს პოლიტიკურ ძალას შეეხოს აკრძალვა. გაუგებარია, არასერიოზულია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, „ოცნებისგან“ ყველაფერი მოსალოდნელია და ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ,“ - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა