შალვა პაპუაშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე - არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით

არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხებოდა, რომლის მიხედვითაც, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს კანონი ზიანის სრულად ანაზღაურებამდე ქვეყნის დატოვებას აუკრძალავს.

ამასთან, კითხვას, კანონის გამკაცრების მიზეზი ხომ არ შეიძლება იყოს „თანაივესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეები, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „გაუჭირდება თქმა, თუ კონკრეტულად რომელ პირს შეიძლება ეს კანონი შეეხოს“.

„ეს კანონი სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს ეხება. კონკრეტულად რომელ პირზე შეიძლება იყოს ეს, გამიჭირდება ამის თქმა. ზოგადად, ეს არის ნაწილი მათ შორის, იმ სისხლის სამართლის პოლიტიკისა, რომელსაც საქართველოს პარლამენტი კანონმდებლობის შესაბამისად და კანონის მეშვეობით ადგეს. რაც შეეხება თაღლითობასა და ფინანსურ დანაშაულებს, ნახეთ თქვენ, რომ სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებები გვქონდა, იმ გამოწვევებიდან, რომელიც არსებობდა. ხან „ქოლცენტრების“ საკითხები წამოიწია, ხან თაღლითობის სხვადასხვა საკითხმა წამოიწია, ხან რამ და ხან რამ. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთიანი სისტემა, რომელსაც ასევე პრევენციული დანიშნულება აქვს და არამხოლოდ შემდეგ რეაგირების დანიშნულება, რადგან ადამიანებმა, რომლებიც სხვადასხვა სახის ფინანსურ დანაშაულები იქნებიან ჩართულები, წინმსწრებით იცოდნენ, რომ იქნება მკაცრი სასჯელი და რომ დაზარალებული იქნება სრულად დაცული საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან.

არავისზე, არანაირი ინსპირაცია არაა, უბრალოდ ეს არის ნაწილი იმ პოლიტიკისა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ სხვადასხვა სახის დანაშაულთან დაკავშირებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, რიგ ფინანსურ და ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლევ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ მანამ, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონები კიდევ მეტად მკაცრდება. ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, “საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში, “დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ კანონსა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შედის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი