პარლამენტთან აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მივიდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა.

ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეუთოს თავმჯდომარეს მათი პროტესტის შინაარსზე და გეგმებზე ესაუბრნენ.

ვალტონენს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

„ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოში იმყოფება. ეუთო-ს თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, ელინა ვალტონენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ელინა ვალტონენი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს