გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 6 თვეში 85 000-ზე მეტი დრონი გაუგზავნა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 85 000-ზე მეტი სამხედრო დრონი მიაწოდა, - ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ წელს 600 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 800 მილიონი დოლარი) ინვესტიცია ჩადეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების მიწოდების დასაჩქარებლად, მათ შორის ათიათასობით FPV დრონის, რომლებიც, მისი თქმით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის ფრონტის ხაზის მხარდაჭერისთვის“.

„პუტინის სახიფათო ესკალაციას უკრაინასა და მთელ ევროპაში უნდა ვუპასუხოთ ჩვენი დრონების წარმოების გაზრდითა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით“, - აღნიშნა ჯონ ჰილიმ.

ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების საწინააღმდეგო კოალიცია, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ლატვიასთან ერთად ხელმძღვანელობს, ასევე იყენებს რიგი ქვეყნების დაფინანსებას თანამედროვე დრონების შესაძენად, რათა უკრაინა ირანული Shahed-ის დრონებისგან დაიცვას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს