დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელას სანაპიროსთან ნარკოტიკებით მოვაჭრეების ნავს დაარტყეს, დაიღუპა 6 ადამიანი

ვენესუელას სანაპიროსთან მცურავ ნავზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დაიღუპა.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ჯგუფს გულისხმობდა.

„დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი ნარკოტიკებით ვაჭრობდა და დაკავშირებული იყო უკანონო ნარკოტერორისტულ ქსელებთან. დარტყმის შედეგად გემზე მყოფი ექვსი ნარკოტერორისტი დაიღუპა“, - დაწერა ტრამპმა.

2 სექტემბრის შემდეგ, ტრამპმა კარიბის ზღვაში სულ მცირე ხუთ ნავზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა, რომლებსაც, აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცებით, აშშ-ში ნარკოტიკები გადაჰქონდათ. საერთო ჯამში, დაღუპულია 27 ადამიანი.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე