Reuters - „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 4108 ფედერალური მუშაკი გაათავისუფლა

„შათდაუნის“ დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 4108 ფედერალური მუშაკი გაათავისუფლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სხვადასხვა ფედერალური სააგენტოებიდან მუშაკების გათავისუფლების შესახებ სასამართლოს აცნობა.

ფედერალური მუშაკების პროფკავშირებმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება სასამართლოებში გაასაჩივრეს და ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურებში აღდგენას ითხოვენ.

შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე