რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის მხრიდან „ღრმა“ დარტყმებისთვის უნდა მოემზადოს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის მხრიდან რეგიონის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს.

სიკორსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ კურსი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ Tomahawk-ის რაკეტებს გადასცემს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაძლიერებლად.

„დრონების კედლის“ ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სიკორსკიმ აღნიშნა რომ რუსეთს, სამწუხაროდ, შეუძლია „ევროპაში ღრმად შეაღწიოს“.

„მზად უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამიტომ ვფიქრობ, რომ დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების არშექმნა უპასუხისმგებლო იქნება“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

მან ევროპას მოუწოდა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ სამი წლის განმავლობაში დაგეგმოს.

„უკრაინელები ამ ომს სამ წელზე გეგმავენ, რაც გონივრულია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუტინი, რომ მზად ვართ, ეს კურსი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა