„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Maje-ს  და Sandro-ს პირველი ოფიციალური მაღაზიები გაიხსნა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობით, საქართველოში ფრანგული პრემიუმ ბრენდების, Maje Paris-ისა Sandro Paris-ის პირველი ოფიციალური მაღაზიები, რუსთაველის #28-ში გაიხსნა.

საქართველოში Maje Paris-ისა და Sandro Paris-ისგან ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებას კომპანია „Z&A G” ფლობს. ის არის „ნორკ ჯგუფის“ წევრი, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა. 28 წელზე მეტი უწყვეტი ზრდისა და სრულყოფილებაზე ძლიერი ორიენტაციის წყალობით, ჯგუფმა გამორჩეული ბიზნეს კულტურა ჩამოაყალიბა, დაიკავა წამყვანი პოზიცია ბაზარზე და დღეს, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 1,000-ზე მეტი პროფესიონალი ჰყავს დასაქმებული.

“ნორკ ჯგუფი“ უკვე წლებია თბილისში სხვადასხვა ცნობილ ტანსაცმლის ბრენდს წარმოადგენს. ესენია: Burberry, Polo Ralph Lauren, Maje Paris, Sandro Paris და New Yorker-ის მაღაზიათა ქსელი.

„უკვე 14 წელია, რაც ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ცნობილი ბრენდის შემოყვანით ქართველ მომხმარებელს ვანებივრებთ. ამჯერად, საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, რუსთაველის გამზირზე, 28 ნომერში, ტანსაცმლის ფრანგული პრემიუმ ბრენდების Maje Paris-ისა და Sandro Paris-ის პირველი მაღაზიები გავხსენით, რომელიც 120 კვ.მ. ფართობს იკავებს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წლის ბოლომდე კიდევ ერთ იტალიურ ლუქს ბრენდს Santoni -ს შევთავაზებთ მაღალი მოდის მოყვარულებს“, – აღნიშნავს კომპანიის დირექტორი, ირაკლი მელუავა.

“საქართველოს ბანკი და “ნორკ ჯგუფი“ წლებია ვპარტნიორობთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ და არაერთი საერთაშორისო ბრენდი უკვე წარმატებით ოპერირებს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ორი ფრანგული პრემიუმ ბრენდი Maje Paris და Sandro Paris-ს მაღაზიები გაიხსნა. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქართულ ბაზარზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი აქტიურად ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ალექსანდრე წულუკიანმა.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში