აშშ-ის თავდაცვის მდივანი - თუ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა - ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ

ვიმედოვნებთ, რომ ნატო-ს ქვეყნები უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან უფრო მეტ იარაღს შეიძენენ, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ჩვენი მოლოდინია, რომ დამატებით წვლილს კიდევ უფრო მეტი ქვეყანა შეიტანს, კიდევ უფრო მეტს შეიძენს, რათა უკრაინა უზრუნველყოფილი იყოს ყველაფრით, რაც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დასრულებისთვის საჭიროა“, - განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.

მისი თქმით, „PURL-ი არის ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები აშშ-სგან იარაღს ყიდულობენ და შემდეგ უკრაინაში ბრძოლაში გამოყენებისთვის ნატო-ს გადასცემენ, რათა მშვიდობის დამყარება მოხდეს“.

„თუ პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობიდან რაიმე ვისწავლეთ, ეს ძალის მეშვეობით მშვიდობის პრინციპის აქტიური გამოყენებაა. მშვიდობა მაშინ მიიღწევა, როდესაც ძლიერი ხარ და არა მაშინ, როდესაც უბრალოდ ხმამაღლა საუბრობ, არამედ მაშინ, როდესაც რეალური შესაძლებლობები გაქვს. სწორედ ამას აკეთებს ნატო და სწორედ ეს არის PURL-ის ინიციატივა“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე