ნატო-ს წარმომადგენელი - რუსეთ-უკრაინის ომში 1.1 მილიონი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაშავდა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დროს ბრძოლის ველზე 1.1 მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და დაშავდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს ხელმძღვანელობის წარმომადგენელმა ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე ანონიმურობის პირობით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი ინფორმაციით, სექტემბერში რუსეთის დანაკარგების მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა, თუმცა გაზაფხულსა და გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. ალიანსის წარმომადგენლის განცხადებით, შემოდგომის დასაწყისში, რუსების საშუალო დღიური დანაკარგები, დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების სახით, დღეში 950 ადამიანს შეადგენდა.

„რუსეთი კვლავ განიცდის უკიდურესად მაღალ დანაკარგებს. მისმა დანაკარგებმა 1.1 მილიონს გადააჭარბა, აქედან 250 000-ზე მეტი ბრძოლაში დაიღუპა“, - აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, უკრაინამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა, თუმცა რუსეთის წინსვლა შენელებულია.

„რუსეთის სახმელეთო ძალებმა, სავარაუდოდ, სექტემბერში უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 250 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, რაც აგვისტოში მათ მიერ დაკავებულ დაახლოებით 465 კვადრატულ კილომეტრზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. ტერიტორიის ეს შემცირება, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზზე რამდენიმე რუსული დივიზიის მნიშვნელოვანი გადაადგილებით არის განპირობებული“, - აღნიშნა ალიანსის წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე