რუსეთის ვიცე-პრემიერი რუსეთის ეკონომიკის მოსალოდნელ კოლაფსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებაზე - რუსეთში ბენზინის წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსი შენარჩუნებულია, პრობლემებს ვერ ვხედავთ

რუსეთის ვიცე-პრემიერი, ალექსანდრ ნოვაკი უარყოფს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბენზინის დეფიციტი მიანიშნებს, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსს უახლოვდება.

ნოვაკის მტკიცებით, რუსეთში ბენზინის შიდა ბაზარზე სტაბილური მიწოდებაა.

„ჩვენ გვაქვს შიდა ბაზრის სტაბილური მიწოდება, ამ მხრივ პრობლემებს ვერ ვხედავთ. ბალანსი წარმოებასა და მოხმარებას შორის შენარჩუნებულია და ჩვენი, მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროების მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ასე დარჩეს“, - აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენზინის დეფიციტმა აჩვენა, რომ რუსეთის ეკონომიკა კოლაფსის პირასაა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს