უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთიდან ენერგომომარაგება უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ამ საკითხის მიმართ პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიდგომა არ მომწონს

რუსეთიდან ენერგომომარაგება უნგრეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მოსკოვში, რუსეთის ენერგეტიკული კვირეულის ფარგლებში განაცხადა.

„ენერგომომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ საკითხის მიმართ პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიდგომა არ მომწონს. ჩემი მოვალეობაა, რომ ჩემი ქვეყანა ენერგორესურსებით უზრუნველყოფილი იყოს. ახლა ამის გაკეთება რუსეთის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სიიარტომ მოსკოვში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „უკრაინაში ომის ყოველი ახალი დღე ესკალაციის რისკებს ქმნის“.

„იმედი მაქვს, რომ მალე ცენტრალურ ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება. გვჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი უკრაინაში მშვიდობის მიღწევის ერთადერთ იმედს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის მცდელობები წარმატებული იქნება“, - აღნიშნა სიიარტომ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს