ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სერგეი ლისაკი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განკარგულებები ოდესის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შექმნისა და მის ხელმძღვანელად სერგეი ლისაკის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ლისაკის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის გამო, დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობებს დროებით მისი მოადგილე, ვლადისლავ გაივანენკო შეასრულებს.

შეგახსენებთ, გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიზეზი, სავარაუდოდ მერის რუსული პასპორტი გახდა.

თავად ზელენსკიმ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვასილ მალიუკმა, რეგულარულ შეხვედრაზე მოხსენება წარადგინა, რომელიც „ფრონტის ხაზის რეგიონებსა და სამხრეთში რუსული სადაზვერვო ქსელებისა და კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ ბრძოლას“ ეხებოდა. „ასევე დადასტურებულია გარკვეული პირების რუსეთის მოქალაქეობა და მათთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მომზადებულია. განკარგულებას ხელი მოეწერა“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა, თუმცა კონკრეტული სახელები არ დაუსახელებია.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!