დენის შმიგალი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ნატო-ს ქვეყნებს მიმართავს, უკრაინის თავდაცვისთვის მშპ-ის 0.25% გამოყონ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა ე.წ. “რამშტაინის ფორმატის” სხდომაზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა პარტნიორების დახმარებას საჭიროებს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ომის წარმოების სამხედრო საჭიროებების დასაფარად.

“2026 წლისთვის [თავდაცვითი ბიუჯეტის] საჭიროებებს 120 მილიარდ აშშ დოლარად ვაფასებთ. უკრაინა აქედან 60 მილიარდს დაფარავს, და პარტნიორებს ვთხოვთ, დანარჩენი დაფარონ”,-განაცხადა შმიგალმა.

მისი თქმით, ამის გაკეთება ყველაზე მარტივია უკრაინის თავდაცვის ძალების საჭიროებებისთვის მოკავშირეების თავდაცვითი ბიუჯეტების მცირე წილის გამოყოფის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილებით.

“ყველაზე ეფექტიანი გზაა ამისთვის - მშპ-ის 0.25%-ის გამოყოფა…

თუ ეს მიღწევადი არ არის ევროპისა და არაევროპელი პარტნიორებისთვის, მაშინ ერთადერთი გზა სესხი რჩება, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი”, - განაცხადა შმიგალმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს