ხატია დეკანოიძე - უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს, ლამისაა, ფაშისტურმა რეჟიმმა „ყვითელი ვარსკვლავი“ მოგვაკრას - ივანიშვილი გააუქმებს და რეპრესიებში მოაყოლებს პარტიებსაც, რომლებმაც ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

[ცვლილებები, რითაც კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ] არის კონკრეტულად, ივანიშვილის სასჯელი, თუმცა მგონია, რომ გააუქმებს, რეპრესიებში მოაყოლებს იმ პარტიებსაც, რომლებმაც ე.წ. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აპირებს, მიიღოს კანონები, რომელიც „რუსეთშიც არ ყოფილა“.

„რუსეთშიც არ ყოფილა ასეთი კანონმდებლობა, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა, პრაქტიკულად „დაქენსელებულები" ხდებიან რეჟიმის მიერ. არ არსებობს ძალა, რომელიც ჩვენ გაგვაჩუმებს. ეს არ არის ფორმა, ხელმოწერა, რისი გაკეთება შემიძლია და რისი არა, უბრალოდ აქ არის ივანიშვილის სასჯელი კონკრეტულად წინა ხელისუფლების მიმართ, თუმცა მე მგონია, რომ გააუქმებს იმ პარტიებსაც, რეპრესიებში მოაყოლებს, ვინც ე.წ. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ხატია დეკანოიძის თქმით, ძალიან მალე ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იქნება.

„ადამიანები არიან ციხეში, საქართველოს ჰყავს ასზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ჩვენ გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა, ლამისაა, ფაშისტურმა რეჟიმმა ყვითელი ვარსკვლავი მოგვაკრას, მოგვაკრავს ძალიან მალე, კონკრეტულ ადამიანებს.

ძალიან მალე უმძიმესი ვითარება იქნება. ზუსტად იგივე ვითარება იყო ბელარუსში, ოღონდ ბელარუსში გაცილებით უფრო ნელა მოხდა, აქ გაცილებით უფრო სწრაფად ხდება. რაც ადარდებს რეჟიმს, ეს არის ადამიანების ერთიანობა, კოორდინაცია, რუსთაველის პროტესტი, სხვადასხვა სახის პროტესტი, მარშები, მანიფესტაციები ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა, რომ როგორმე ეს ყველაფერი გაგრძელდეს, რათა რეჟიმის არალეგიტიმაცია გაგრძელდეს. დანარჩენი მეასეხარისხოვანია“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში