დონალდ ტრამპი - ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა დამარწმუნა, რომ რუსულ ნავთობს არ იყიდიან, ეს დიდი მუხრუჭია - ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა შემატყობინა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სალხში მედიასთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ჩინეთი უნდა აიძულონ, იგივე გააკეთოს.

“არ გვიხაროდა, რომ ის [ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი] ნავთობს ყიდულობდა რუსეთისგან, ვინაიდან, ეს რუსეთს ამ უაზრო ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს, რომელშიც მათ მილიონ-ნახევარი ადამიანი დაკარგეს, სხვათა შორის - რუსეთმა დაკარგა მილიონ-ნახევარი ადამიანი, ძირითადად ჯარისკაცები…

ასე რომ, არ მიხაროდა, რომ ინდოეთი [რუსულ] ნავთობს ყიდულობდა. და მან [ნარენდრა მოდიმ] დღეს დამარწმუნა, რომ რუსეთისგან ნავთობს არ იყიდიან. ეს დიდი მუხრუჭია. ახლა ჩინეთი უნდა ვაიძულოთ, იგივე გააკეთოს”,-განაცხადა ტრამპმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა