სკოტ ბესენტი - აშშ იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების შესყიდვის შეწყვეტას მოელის

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, იაპონიის ფინანსთა მინისტრ კაცუნობუ კატოს უთხრა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იაპონიისგან რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტას მოელის.

„მინისტრ კაცუნობუ კატოსთან განვიხილეთ აშშ-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და ადმინისტრაციის მოლოდინი, რომ იაპონია შეწყვეტს რუსული ენერგორესურსების იმპორტს“, - განაცხადა ბესენტმა.

იაპონიის ფინანსთა მინისტრის განმარტებით, იაპონია გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინაში სამართლიანი გზით მშვიდობის მისაღწევად.

„იაპონია ყველაფერს გააკეთებს, რაც შეუძლია, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან კოორდინაციის ძირითადი პრინციპის საფუძველზე, უკრაინაში სამართლიანი გზით მშვიდობის მისაღწევად“, - განუცხადა კატომ ჟურნალისტებს კითხვაზე, მოუწოდა თუ არა ბესენტმა იაპონიას რუსული ენერგორესურსების იმპორტის შეწყვეტისკენ.

ტოკიო „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან შეთანხმდა, რომ ეტაპობრივად შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, მოსკოვის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. თუმცა, იაპონია აგრძელებს „სახალინის“ ნედლი ნავთობის შეძენას, რომელიც „სახალინ-2“-ის პროექტში თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების თანმდევი პროდუქტია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იაპონიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, რადგან ის მისი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის დაახლოებით 9%-ს შეადგენს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე