The Hill - აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი კვლავ ვერ მიიღო, რის შედეგადაც, „შათდაუნი“ გრძელდება

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი კვლავ ვერ მიიღო, რის შედეგადაც, „შათდაუნი“ გრძელდება, - ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის განახლების შესახებ კანონპროექტი მეცხრე ცდის შემდეგაც ვერ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, კვლავ გაგრძელდება.

კანონპროექტის წინადადება, რომელიც მთავრობის დაფინანსებას ნოემბრის ბოლომდე ითვალისწინებდა, 44 ხმით 51-ის წინააღმდეგ ჩავარდა. მის მისაღებად 60 სენატორის ხმა იყო საჭირო.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მთავრობის მუშაობის შეწყვეტა აშშ-ის ეკონომიკას კვირაში 15 მილიარდი დოლარი უჯდება.

შეგახსენებთ, აშშ-ში მთავრობის დახურვა, ე.წ. „შათდაუნი“ 1-ელ ოქტომბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც კონგრესში „რესპუბლიკელები“ და „დემოკრატები“ მომავალი ფისკალური წლისთვის დაფინანსების ახალ გეგმაზე ვერ შეთანხმდნენ. „დემოკრატებს” სურთ, რომ ნებისმიერი რეზოლუცია ჯანდაცვის საკითხს ეხებოდეს, ხოლო რესპუბლიკელები „სუფთა“ კანონმდებლობას ითხოვენ, რომელიც მხოლოდ ფედერალურ ბიუჯეტს ეხება. „შათდაუნის“ დაწყების შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 4108 ფედერალური მუშაკი გაათავისუფლა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა