დავით მათიკაშვილი - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა,

მისივე თქმით, იქნება კონკრეტული სია ადამიანებისა, რომელთა კონკრეტული ქმედებაც წლების განმავლობაში პარტიულ ჭრილში სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებსა და დანაწესებს.

„რაც შეეხება პარტიების აკრძალვის კანონპროექტს, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბებდით სარჩელს იმგვარად, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მთლიან რესურსში მოაზრებული ყველა ძალა იქნებოდა მოთხოვნის ობიექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი იმ პოლიტიკურად დაბინძურებული მოცემულობისგან, რაც არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის შედეგად საქართველოში. ვხედავთ გამოცდილებას ევროპული ქვეყნებისა და გვესმის ის, რომ რეალურად ექსტრემიზმს, რადიკალიზმს სჭირდება სათანადო სამართლებრივი პოზიციები და სამართლებრივი მიდგომა, როგორც ეს არის გათვალისწინებული დემოკრატიულ და წამყვან ევროპულ ქვეყნებში. ამიტომაც სარჩელი წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. იქნება კონკრეტული სია ადამიანებისა, რომელთა კონკრეტული ქმედებაც წლების განმავლობაში პარტიულ ჭრილში სცილდებოდა საკონსტიტუციო პრინციპებსა და დანაწესებს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი სარჩელის თემატიკა, თუმცა მიგვაჩნია, იმდენად მტკიცებულებით არის გაჯერებული სარჩელი, რომ ძნელად წარმოგვიდგენია, ამ სარჩელზე უარი ითქვას არამხოლოდ საქართველოს, არამედ ნებისმიერი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

რაც შეეხება შეკრებას, ის მოცემულობა, რომელიც რადიკალიზმმა შექმნა ჩვენს დედაქალაქში არის სრულიად წარმოუდგენელი. ერთი მუჭა, რამდენიმე ათეული ადამიანი პრაქტიკულად ახდენს ზეწოლას საქართველოს მთელს მოსახლეობაზე. დედაქალაქის როგორც მკვიდრ მოსახლეობაზე, ასევე სტუმრებზე. რეალურად, ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. იყო მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო დანაწესები, რომელიც გულისხმობდა ჯარიმის სისტემის კიდევ უფრო მეტად შემოღებასა და დაწესებას, თუმცა ამ ყველაფერმა ისეთი ეფექტი ვერ გამოიღო, რომელიც არის სასურველი. ამიტომაც ბუნებრივია სახელმწიფო მის დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ აღუდგება ისეთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს. პატიმრობის სანქციის დაწესება ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის იმ კანონსაწინააღმდეგო პროცესების დასრულება, რომელმაც მოიცვა ჩვენი დედაქალაქი და სინამდვილეში არანაირი რესურსი და მიზანი არ გააჩნია“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს