ელენე ხოშტარია - როცა საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? უპასუხა: პოეტი, ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა - ბროდსკი ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი სანაგვეზეა - ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც

„დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საკანონმდებლო პაკეტს ეხმაურება, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვაც იმ ბედს გაიზიარებს, რაც წარსულში საბჭოთა კავშირმა და პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება.

„როდესაც საბჭოთა კავშირი ბროდსკის ასამართლებდა, ჰკითხეს: რა არის თქვენი პროფესია? მან უპასუხა: პოეტი. ე.წ მოსამართლე გაბრაზდა, ამ პროფესიას არ აღიარებდა. ბროდსკი, როგორც პოეტი, დღეს ყველამ იცის, საბჭოთა კავშირი კი სანაგვეზეა.

ზუსტად ასე დამთავრდება პოლიტიკოსობის აკრძალვაც. ამას იმ ადგილიდან ვწერ, რომელსაც, მათი აზრით, უნდა შევეშინებინე ან გავეჩერებინე და რომლითაც მთელს საქართველოს ემუქრებიან.

ფეხები არავის მოჭამოთ რუსებო!

ბოლომდე!“- ნათქვამია ელენე ხოშტარიას წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება